ცინცაძე და ბერიშვილი ყატარის ჩემპიონები გახდნენ

0
37

გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონები არიან. მათმა გუნდმა “ალ შამალმა” ფინალურ შეხვედრაში 80:77 დაამარცხა “ალ არაბი” და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალებისგან განსხვავებით, ფინალში სერია არ გამართულა. ჩემპიონი ერთი მატჩის შედეგად გამოვლინდა და ის ქართველების გუნდი გახდა.

ორივე ქართველმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ცინცაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა და 7-დან 2 ორქულიანი, 5-დან ერთი სამიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 12 ქულა, 8 პასი და 3 მოხსნა დაგროვდა. ცინცაძემ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

მიხეილ ბერიშვილმაც 32 წუთი ითამაშა. მისი სტატისტიკა მოკრძალებული გახლდათ. ბერიშვილმა 4-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, 3 ორიანი კი ააცილა. მიშას ანგარიშზე საბოლოოდ 3 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი–დაფარება დაგროვდა. ქართველმა ფორვარდმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.