გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში ”მაგდებურგისა” და ”პადერბორნის” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გიორგი ლორიამ ”მაგდებურგის” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში ხუთმატჩიანი დაუმარცხებელი სერია დააფიქსირა.
განვლილ ხუთ ტურში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა გუნდმა 11 ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. 18-გუნდიან ჩემპიონატში ”მაგდებურგი” 22 ქულით მე-15 ადგილზეა.
ლორია გერმანულ კლუბს იანვარში შეუერთდა. მან ”მაგდებურგის” მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაუშვა.