ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ბარსელონა” “სანჩეს პისხუანზე” ორჯერ აგებდა “სევილიასთან”, მაგრამ ლეო მესის ულამაზესი ჰეთ თრიკის წყალობით 4:2 გაიმარჯვა.
მესიმ 50-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა (რონალდოს ანგარიშზე 51 ჰეთ-თრიკია). მან “სევილიას” ლა ლიგის მატჩებში ჯამში 28 გოლი გაუტანა და ერთი ფეხბურთელის მიერ ერთი გუნდის კარში გატანილი გოლების მაჩვენებლით პრიმერას რეკორდი დაამყარა. ისე, კი ამ ანდალუსიური გუნდის კარი ყველა ტურნირზე 35 მატჩში 36-ჯერ დალაშქრა.