ლა ლიგას 24-ე ტურში “ბარსელონამ” სახლში 1:0 მოუგო “ვალიადოლიდს”.
შესვენებზე გასვლის წინ ჟერარ პიკეს მონადირებული პენალტი ლეო მესიმ გამოიყენა. მან მიმდინარე სეზონში უკვე 30 გოლი გაიტანა და მინიმუმ 30 გოლი ყოველ უკანასკნელ 11 წელიწადში გააქვს.
მესის თერთმეტრიანით დუბლის შესრულება შეეძლო (კოუტინიოს მოცელვისთვის დაინიშნა), მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე ჟორდი მასიპმა მოიგერია, რომელიც სხვათა შორის, “ბარსას” აღზრდილია დ 2017 წელს გადავიდა “ვალიადოლიდში”.
მესიმ კარიერაში 106 პენალტიდან 24 ვერ გამოიყენა.
“ბარსელონა” 64 ქულით პირველ ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად “სევილიას” შეხვდება, 20 თებერვალს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში გასვლაზე “ლიონს” დაუპირისპირდება.
