საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან და გერმანიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა.
ტანასის სკურტოპულოსის შეგირდებს საქართველოსთან მატჩი 21 თებერვალს ჰერაკლიონში ელით, 24-ში კი, ბამბერგში, გერმანიას გაეჯიბრებიან.
მომავალი მატჩებისთვის, შემადგენლობაში ისევ უხმეს 35 წლის ვეტერან იოანის ბურუსისს, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში საშუალოდ 16.0 ქულას, 6.7 მოხსნასა და 4.0 პასს აგროვებს.
საბერძნეთის ნაკრების 14-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი, დიმიტრიოს მავროეიდისი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან და ესტონეთთან (24 თებერვალი) მატჩებისთვის მზადებას 15 თებერვლიდან იწყებს.