,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ერთმანეთს არგენტინელი ვარსკვლავები დიეგო მარადონა და ლეო მესი შეადარა.
,,მესი მარადონაზე უკეთესია, რადგან დიეგომ უმაღლეს დონეზე მისი კარიერის მხოლოდ რამდენიმე წელი გაატარა”, – ფერგიუსონის სიტყვებს The Times ციტირებს.
შეხსენებისთვის, მარადონას ანგარიშზე კარიერის განმავლობაში ერთადერთი ,,ოქროს ბურთია”, მესის კი ეს ჯილდო ხუთჯერ აქვს მოპოვებული.