Global sport salaries-მა მასშტაბური კვლევის შედეგად მსოფლიოს ეროვნულ ჩემპიონატებში კლუბების ფეხბურთელთა საშუალო წლიური ხელფასები გამოაქვეყნა.
სიაში საქართველოს ეროვნული ლიგაც მოხვდა და როგორც ირკვევა, ჩემპიონატში ფეხბურთელთა საშუალო წლიური ანაზღაურება 13 403 ევროს შეადგენს, რაც მსოფლიოში 50-ე მაჩვენებელია.
შედარებისთვის, ჩვენ სამეზობლოს რაც შეეხება, აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 52 638 ევროა, ხოლო სომხეთში 2 619 ევრო.
პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
1.ინგლისი (პრემიერლიგა) – 3 379 520 ევრო
2.ესპანეთი (ლა ლიგა) – 2 487 194
3.იტალია (სერია A) – 1 717 470
4.გერმანია (ბუნდესლიგა) – 1 578 130
5.საფრანგეთი (ლიგა 1) – 1 118 447
6.ჩინეთი (სუპერლიგა) – 903 110
7.რუსეთი (პრემიერლიგა) – 753 223
8.თურქეთი (სუპერლიგა) – 742 043
9.ბრაზილია (ბრაზილეირო) – 576 027
10.აშშ-კანადა (MLS) – 446 472