“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დატვირთული თვის შემდეგ იაპონიიდან კატალონიაში დაბრუნდა და უქმეებს ოჯახთან ერთად ესპანეთში გაატარებს.
ანდრესმა ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა და Mundo-სთან ინტერვიუ ჩაწერა:
“ბარსელონამ” ყველა ტურნირის მოსაგებად უნდა იბრძოლოს. მას ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია.
ვფიქრობ, რომ გუნდის ახალი წევრები ადაპტაციას კარგად გადიან და ზრდასაც განაგრძობენ. ისინი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი წევრები გახდებიან.
“ბოლო წლებში მესის ახალი პოზიცია? მას შეუძლია ის გააკეთოს, რაც მოუნდება. ლეო ნებისმიერ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.
მესის შეუძლია იმ პოზიციაზე ითამაშოს, რომელზეც მოესურვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ისე თამაში განაგრძოს, როგორც თავად მოსწონს.
“მომავლის “ბარსელონა” სხვანაირი იქნება. არ მგონია, რომ ის უარესი გუნდი გახდება.
გავწვრთნი თუ არა “ბარსას” მომავალში? ამას წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ “ბარსელონას” გაწვრთნა არ მინდა.
იმედია, ერთ დღესაც ჩემს საფეხბურთო ცოდნას გუნდს მოვახმარ”.