ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი სტადიონის პროექტი წარმოადგინა

0
64

 

ყატარმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისათვის მთავარი სტადიონის პროექტი წარმოადგინა. სტადიონი ოქროს ფერი იქნება. საუბარია არენა „ლუსაილეზე“, რომელიც 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
სტადიონის პოექტი ბრიტანულმა კომპანია Foster + Partners-მა შეიმუშავა. კომპანიაში განმარტავენ, რომ სტადიონის ოქროსფერი ფასადი შთაგონებულია არაბული არქიტექტურისა და ტრადიციების  შერწყმით.
გეგმის მიხედვით, სდადიონის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ სტადიონთან ერთად შენდება მთელი ქალაქი. ახალი ქალაქი ლუსაილე დოჰადან 15 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ქალაქის მშენებლობა, 2006 წელს,  უდაბნოში დაიწყო, მაშინ როდესაც ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა.
პროექტის რეალიზაციისათვის დაახლოებით 45 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული, თუმცა გამორიცხული არაა პროექტის ბიუჯეტი ზრდის მიმართულებით დაკორექტირდეს. ასევე 40 მლრდ დოლარის დახარჯვა იგეგმება ქალაქში ინფრასტრუქტურული ნაწილის განვითარებისთვის.

ქალაქი ლუსაილე მთლიანობაში 450 ათას ადამიანზეა გათვლილი.
ამ დროისათვის ქალაქის სამშენებლო სამუშაოების 85%-ი უკვე დასრულებულია.