რობერ პირესი: “რაც მესის შეუძლია, სხვა ვერავინ შეძლებს”

0
42

ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა ესპანურ Mundo-სთან ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უნიკალურია:
„თუ, ის ისევე ითამაშებს როგორც “ესპანიოლის” წინააღმდეგ, მაშინ მისი შეჩერება წარმოუდგენელი იქნება. ეს დაუჯერებელი იყო.
მითამაშია ზიდანთან, ანრისთან, რიკელმესთან, რონალდინიოსთან და რონალდუსთანაც, მაგრამ რაც მესის აქვს, ეს სხვას არავის აქვს.
არ ვიცი ითვლება თუ არა მესი ისტორიის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა ვფიქრობ მას ბევრი ნამდვილად არ უკლია“.