“რომა” გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვას იანვარში შეეცდება

0
32

გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებას “რომა” იანვარშივე ეცდება – ამ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. სწორედ ახალგაზრდა ქართველი იქნება კლუბის უმთავრესი სატრანსფერო პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.
იტალიური გამოცემები აქვეყნებენ ინფორმაციას, სათაურად “რომას” ახალი იდეა გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაა. tuttomercatoweb.com ირწმუნება, რომ კლუბი დეტალურად დააკვირდება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ერთა ლიგაზე პირველი, ისტორიული გოლი გაიტანა.
გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი “გენტთან” 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია მეორე რომაული კლუბი “ლაციოც”. გარდა ამისა, ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ვიცით, რომ მისი გადაბირება სურთ “ბაიერნს”, “ბარსელონას”, “დორტმუნდს”.