ბელგიის თასის 1/8 ფინალში ქართველთა “გენტმა” “ბეერსხოტი” 3:0 დაამარცხა და თასის მეოთხედფინალში გავიდა. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, გენტის 19 წლის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
43-ე წუთზე მისი პასით როსტედმა ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე, როცა მეტოქე 10 კაცის ამარა დარჩა, თავად ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი სტუმართა კარის მარცხენა კუთხეში და ანგარიშს წერტილი დაუსვა.

გიორგიმ ბელგიის თასზე თავისი პირველი გოლი გაიტანა, სულ სეზონში “გენტის” მაისურით ეს მისი მე-5 გოლია, კარიერაში კი – მეექვსე.
