მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც უქმებზე გამართული ტესტ-მატჩების შედეგებია გათვალისწინებული. მათ შორის იტალიისა და საქართველოს დაპირისპირებისაც. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” ფლორენციაში ბრძოლაში დამარცხდნენ მეტოქესთან – 17:28.
იტალიას საქართველოს ნაკრებთან ამ გამარჯვებამ მე-13 ადგილი მოუტანა, რომელიც აქამდე “ბორჯღალოსნების” კუთვნილება იყო, ახლა “აძურის” უკავია 73.32 ქულით. მილტონ ჰეიგის გუნდს კი 72.37 ქულა აქვს. სხვაობა თითქმის ერთი სარეიტინგო ქულაა – 0.95.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ჩვენს გუნდს 73.13 ქულა ჰქონდა, ხოლო იტალიას 72.56 ქულით მე-14 ადგილი ეკავა. როგორც ხედავთ, გუნდებს მხოლოდ 0.57 ქულა იყო სხვაობა.
რეიტინგის ტოპ-ათეულში ერთადერთი ცვლილებაა – შოტლანდიამ ავსტრალიას გადაუსწრო და მე-7 ადგილზე გადავიდა.
TOP – 15
1. ახალი ზელანდია – 93.58
2. ირლანდია – 90.12
3. უელსი – 86.70
4. ინგლისი – 85.54
5. სამ. აფრიკა – 83.94
6 (+1). შოტლანდია – 82.75
7 (-1). ავსტრალია – 82.51
8. საფრანგეთი – 78.20
9. არგენტინა – 78.01
10. ფიჯი – 76.40
11. იაპონია – 75.24
12. ტონგა – 73.84
13. იტალია – 73.32
14. საქართველო – 72.37
15. აშშ – 72.32
