corriere.it: “ქართველებს ხმას გავაკმენდინებთ”

0
58

იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.
იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.
“იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია 6 ერში ადგილს ითხოვენ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ” – ვკითხულობთ corriere.it-ზე.
საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.