ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ყატარში გასამართ მსოფლიო-2022 მონაწილე ნაკრებების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
“მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ნაკრებების რიცხვი 32-დან 48-მდე გაზრდა გადავწყვიტეთ. ეს სიახლე ძალაში 2026 წელს შევა. მოხდება თუ არა ეს 2022 წელს? ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას. სავსებით რეალურია ამის განხორციელებაც. რატომაც არა?
უნდა შევაფასოთ, რამდენად მიზანშეწონილია პროცესის დაჩქარება. უკვე მიმდინარეობს ამ თემის განხილვა ჩვენ ყატარელ მეგობრებთან და რეგიონის სხვა წარმომადგენლებთან. იმედი გვაქვს, ამის განხორციელება მოხერხდება”, – ამბობს ინფანტინო.