ბელგიური მედია ამტკიცებს, რომ “გენტი” გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ამზადებს. გამოცემა Voetbal24.be-ს ინფორმაციით, კლუბი საქართველოს ნაკრების შემტევს 9 მილიონ ევროზე მეტად გაყიდის.
“გენტი” ჯერ კიდევ ფლობს “ოქროს”. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კლუბის პრეზიდენტმა ივან დე ვიტმა და მენეჯერმა მიშელ ლუვაგიმ წარმატებით გაყიდეს მოთამაშეები – ანუ, შეძენილზე ბევრად ძვირად. ახლა ისინი “გელამკო არენაზე” აბსოლუტური სატრანსფერო რეკორდის დასამყარებლად ემზადებიან. ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე “გენტის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. გასულ პარასკევს ქართველმა “შარლერუასთან” დუბლით
გაიბრწყინა. სპეციალისტები ერთში თანხმდებიან: ჩაკვეტაძეს დიდი მომავალი აქვს”, – წერს Voetbal24.be.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ქართველის ტრანსფერში “გენტი” სარეკორდო თანხას მიიღებს: “ბელგიაში ჩამოსვლამდეც, ჩაკვეტაძეს გადაყვანა “ბაიერნს” სურდა. მართალია, მაშინ ფეხბურთელმა კონტრაქტი “გენტთან” გააფორმა, თუმცა ევროპული გრანდების ინტერესში რჩებოდა.
“გენტში” ახალგაზრდა მოთამაშე შეინარჩუნეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ჩაკვეტაძე უკეთ ათამაშდებოდა. ასეც მოხდა. ქართველი უკეთესად ათამაშდა და მისი ღირებულებაც გაიზარდა. 2017 წლის ზაფხულში “გენტმა” თბილისის “დინამოს” 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ ახლა ჩაკვეტაძის საბაზრო ღირებულება უკვე 5 მილიონი ევროა. “გენტში” ელიან, რომ მალე ქართველს დიდ ევროპულ კლუბში გაყიდიან და ამით სატრანსფერო რეკორდს მოხსნიან. ამჟამად, რეკორდი სვენ კომსის ეკუთვნის, რომელიც “უოტფორდში” 9 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ მალე ისტორიაში ეს ჩანაწერი აღარ დარჩება”.
მთავარი ნიუსი ჩაკვეტაძეს კლუბისთვის სარეკორდო თანხად გაყიდვას უპირებენ