“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა “იუვენტუსთან” შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა. ფერდინანდის თქმით, “იუვენტუსმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებულად მოიგო:|
„რთული იყო ჩემთვის ამ თამაშის ყურება, რადგან “იუნაიტედი” უსუსურად გამოიყურებოდა და საგოლე მომენტიც კი არ ჰქონია მთელი მატჩის მანძილზე. მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს იყო მამაკაცები ბავშვების წინააღმდეგ, რაც “მანჩესტერს” არ ეკადრება”.
პოლ სქოულზი, რომელიც დღესდღეობით მოთხოვნადი და მეტწილად კრიტიკული ტელეექსპერტია, დათრგუნულიa ჟოზე მოურინიოს გუნდის თამაშით. სქოულზი „იუნაიტედსა“ და მოურინიოს ხშირად აკრიტიკებს და ეს არც ამჯერად დაზარებია: „პირველი ტაიმი განსაკუთრებულად დამთრგუნველი იყო. ვუყuრებდი „იუნაიტედის“ თამაშს და პირდაპირ ვიტყვი – მრცხვენოდა! მეორე ნახევარში თამაში შედარებით გამოასწორეს, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა. არ ვიცი, მოურინიო შეიძლება კმაყოფილიც იყოს იმით, რაც ნახა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ უამბიციო და უდისციპლინო გუნდი. კლასში სხვაობაც ძალიან დიდი იყო. ამან განაპირობა ის, რომ „მანჩესტერის“ ფეხბურთელები მიიღებდნენ თუ არა ბურთს, ძალიან ნერვიულობდნენ და ცხადია, ეს ვერ მოიტანდა შედეგს. ვერც მოიტანა“, – ასკვნის სქოულზი.
