ბითაძის მორიგი შთამბეჭდავი თამაში

0
46

საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძის ”მეგა ბემაქსი” ადრიატიკის ლიგაში წაუგებელ სვლა განაგრძობს, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და ასპარეზობის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
ადრიატიკის ლიგის მე-5 ტურში სერბულმა გუნდმა მონტენეგროში “მორნარ ბარი” 84:80 დაამარცხა.
ბითაძემ 30:19 წუთში 26 ქულა შესძინა თავის გუნდს (7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო), ბურთი 10-ჯერ მოხსნა და სამი დაფარებაც ჰქონდა.
“მეგა ბემაქსმა” ტურნირის სტარტზე ხუთივე შეხვედრა მოიგო და ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად შეჯიბრების ლიდერია.