ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურის პირველ დღეს ყველაზე დიდი ანგარიში “კამპ ნოუზე” დაფიქსირდა.
“ბარსელონამ” ეინდჰოვენის პსვ-ს უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 სძლია. ერთი გოლი უსმან დემბელეს ანგარიშზეა, ხოლო ჰეთ–თრიქი ლიონელ მესიმ შეასრულა.
არგენტინელმა იდეალური რეალიზაცია გამოავლინა და კვლავ რამდენიმე რეკორდიც მოხსნა.
გთავაზობთ მესის მიერ მოხსნილ რეკორდებს უკვე პირველი ტურის შემდეგ:
- მესიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მერვე ჰეთ–თრიქი გაიფორმა.
- მესიმ “ბარსელონამ” მაისურით უკვე 42-ე ჰეთ–თრიქი შეასრულა.
- მესიმ საჯარიმოდნ 42-ე გოლი გაიტანა. მეტი, ვიდრე რობერტო კარლოსმა, მიშელ პლატინიმ, ანდრეა პირლომ, რივალდომ და რიკელმემ.
- ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 103 გოლიდან, მესიმ საჯარიმოდან მხოლოდ 4 გაიტანა.
- მესიმ ჩემპიონთა ლიგაში 103 გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია პსვ-ს გატანილ გოლებზე ამ ტურნირში.
- მესიმ კარიერაში 179 მეკარეს გაუტანა.
- მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის 64 მატჩში 61 გოლი გაიტანა. ეს ტურნირის ახალი რეკორდია.
- მესი პირველა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-14 სეზონში ერთი კლუბის მაისურათი გაიტანა.
- მესიმ 2018 წელს საჯარიმოდნ მერვე გოლი გაიტანა.
