El Mundo Deportivo: “ხვიჩა კვარაცხელია მალე ტოპ ხუთ ჩემპიონატში ითამაშებს”

0
23

ესპანური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo ქართველი ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
”მან თავისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში გამოავლინა, როცა ესპანეთს გაუტანა. შვედეთთან გატანილი ორი გოლით, ამას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება ფართო საზოგადოებისთვის და მოსალოდნელია, რომ ის მალე ტოპ ხუთ ჩემპიონატში ითამაშებს.
იმედისმომცემი მარცხენა ვინგერი 20 წლის ასაკში უკვე საქართველოს ვარსკვლავია. სწორედ ვარსკვლავივით ითამაშა მან, შვედეთის წინააღმდეგ, როცა დუბლი შეასრულა და ესპანეთის ნაკრებს მშვენიერი შანსი დაუტოვა, გავიდეს ჯგუფის პირველ ადგილზე.
მისი ფინიშები ტექნიკური, სწრაფი და გადამწყვეტი იყო, სწორედ ასეთია კვარაცხელია.  ის ამ მომენტისთვის ყაზანის ”რუბინში” თამაშობს. მათ ფინანსურად არ უჭირთ, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით არაა ისეთივე დონეზე, როგორც ინგლისის პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია ა და ლიგა 1. დროის საკითხია, თუ როდის მოახერხებს კვარაცხელია რუსეთის დატოვებას” – წერს Mundo Deportivo.