აბურჯანია ისევ შეცვლაზე და მარცხი „ბრაგასთან“

0
9

გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-9 ტურში „ჟილ ვისენტემ“ „ბრაგა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

სტუმრებმა ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

ის გუნდს ზაფხულში შეუერთდა და პორტუგალიის ჩემპიონატში ხუთჯერ ითამაშა და მოედანზე პირველი წუთიდან ჯერ არ ყოფილა.

მან სასტარტოში ერთადერთი თამაში პორტუგალიის თასზე ჩაატარა.