კასილასი “რეალში” დაბრუნდა

0
53

მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის 39 წლის ყოფილი მეკარე იკერ კასილასი  რომელმაც კარიერა წლეულს “პორტუში” დაასრულა, Fundación Real Madrid-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ფონდის საქმიანობაში სპორტის ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთ განვითარება, კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური აქტივობის დაგეგმვა და სხვადასხვა საქმიანობა შედის.
“ვამაყობ, რომ შინ დავბრუნდი. ამ გამოწვევას უდიდესი სიხარულით ვიღებ. მადლობა ყველას,” – გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ კასილასმა ტვიტერზე დაწერა.
კასილასმა “სამეფო კლუბი” 2015 წლის ზაფხულში დატოვა და „პორტუში“ გადავიდა,  საფეხბურთო კარიერა კი გულზე გადატანილი ოპერაციის გამო დაასრულა.
იკერ კასილასს “რეალის” შემადგენლობაში სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოუგია, ესპანეთის ნაკრებში გამოსვლისას მუნდიალსა და ორჯერ ევროპირველობაზე უმარჯვია, ამასთან ათასზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაუტარებია.