საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, ჩერნოგორიაში ადგილობრივ თანატოლთა ნაკრებთან გამართული მეორე სპარინგი ფრედ დაასრულა – 2:2.
ქართველი 17-წლამდელებიდან გოლები ლაშა გადილიამ და შეცვლაზე შესულმა გიორგი ტაბატაძემ გაიტანეს. გადილიამ გიორგი რობაქიძის მიერ ფლანგიდან შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა, ხოლო ტაბატაძე აკაკი გიუნაშვილის მაღალი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის გვერდი – მონტენეგრო 2:2 საქართველო
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის 15 თებერვალს გამართული პირველი შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მომდევნო მატჩებს 6 და 8 მარტს მალტის 17-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
U17 | მარტის განრიგი
6 მარტი | საქართველო V მალტა | ამხანაგური
8 მარტი | საქართველო V მალტა | ამხანაგური
23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი





