ირაკლი თოდუა:”ეეს არა მხოლოდ ფუტსალის, არამედ საქართველოს გამარჯვებაა”

0
100

ფუტსალში ევრო-2022-ზე აზერბაიჯანთან (3:2) ისტორიულ გამარჯვებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ემოციურაად გამოეხმაურნენ.
ირაკლი თოდუა: „მინდა, ყველას მივულოცო ეს გამარჯვება. ეს არა მხოლოდ ფუტსალის, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარვადგინეთ და ჩვენი სახელი გავიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასტარტო თამაშის მოგება, თუმცა ვაანალიზებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საოცარი ემოციები იყო, თუმცა ვეცდებით, რომ ხვალიდან შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ კონცენტრირება“.

 შაგინია : „ყოველთვის ვოცნებობდი მონაწილეობა მიმეღო ასეთი დონის ტურნირზე. გამარჯვებით დაწყება შესანიშნავია. მატჩის დებიუტში გაშვებულმა გოლებმა ჩვენზე ვერ იმოქმედა, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ხარისხიანი თამაშით სასურველ შედეგს მივაღწიეთ“.

 ელისანდრო : „საოცარი შეგრძნებაა. გავიტანე გოლი და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვწირავთ ფეხბურთელები საკუთარ თავს“.

D ჯუფის მეორე მატჩში ესპანეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 5:1 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 26 იანვარს გრონინგენში ჩაატარებს.