კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი, ბომბარდირი და ლეგიონერი ზორან მარუშიჩია

0
69

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 202 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი, ბომბარდირი და ლეგიონერი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი ფეხბურთელი ზორან მარუშიი გახდა, ამის შესახებ evnuliliga.ge იუწყება. მან საუკეთესო თავდამსხმელის გამოსავლენად ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვაში ბათუმის “დინამოს” ფორვარდ გიორგი ფანცულაია და წყალტუბოს “სამგურალის” თავდამსხმელ სერგო კუხიანიძეს აჯობა. 28 წლის სერბმა განვლილ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
საუკეთესო ლეგიონერის წოდებისთვის ბრძოლაში მარუშიჩმა გორის “დილას” გვინეელ გარემარბ უსმანე კამარას და ბათუმის “დინამოს” ნიგერიელ ნახევარმცველ ბენჟამენ ტეიდს აჯობა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.