სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა

0
54

33 წლის არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ფეხბურთელმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
,,კარიერას ვასრულებ. ეს რთული გადაწყვეტილება გამოწვეულია პრობლემით, რომელიც გასულ თვეს შემექმნა, საუბარი ჩემს ჯანმრთელობაზე, კერძოდ გულის პრობლემებზეა,” – განაცხადა აგუერომ.
პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში, “ბარსელონასა” და “ალავესის” მატჩის მსვლელობისას აგუერომ გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნო და შესაცვლელი გახდა. მოგვიანებით გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისთვის საფეხბურთო კარიერის გაგრძელება არ შეიძლებოდა.
სერხიო აგუეროს ბუენოს აირესის “ინდეპენდიენტეს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” მაისურა მოურგია, ჯამში 508 საკლუბო შეხვედრა გამართა და თავი 282 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, “ალბისელესტეს” შემადგენლობაში  სეხიომ 101 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 41-ჯერ აიღო.