„უდინეზეს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლუკა გოტი დაითხოვეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 54 წლის სპეციალისტის გაშვება გასაკვირი არაა, რადგან უდინელებმა ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. „უდინეზემ“ 16 ტურში 16 ქულა აიღო და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
გოტი „უდინეზეს“ 2019 წლის 1 ნოემბრიდნ ავარჯიშებდა. მანამდე, მას სერია A-ს გუნდი არასოდეს გაუწვრთნია.





