მესიმ რონალდუს მიღწევა გაიმეორა, მბაპემ არგენტინელის რეკორდი მოხსნა

0
72

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნთ შეხვედრაში პსჟ-მ ბელგიის „ბრიუგეს“ უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა. პარიზელებიდან დუბლი ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ გაიფორმეს. არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 154 მატჩში მეტოქეთა კარი 125-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს კრიშრინაუ რონალდუს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 140 გოლი.
მესიმ ზაფხულში პსჟ-ში გადასვლის შემდეგ 2 დუბლი შეასრულა და ორივე ჩემპიონთა ლიგაში. მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 38 გუნდს გაუტანა და რონალდუს მიღწევა გაიმეორა. მესიმ „ბრიუგეს“ კარში ერთი ბურთი პენალტიდან გაიტანა და მან ნახსენებ ტურნირში თერთმეტმეტრიანი 22-ჯერ შეასრულა. რონალდუს იმავე მაჩვენებელი აქვს. სამხრეთ ამერიკელმა თავისი შანსი 18-ჯერ გამოიყენა, ხოლო პორტუგალიელმა – 19-ჯერ. მესიმ ჩემპიონთა ლიგაში ერთ მატჩში 2 ან მეტი ბურთი 35-ჯერ გაიტანა.
მბაპემ ჩემპიონთა ლიგაში 30 გოლი 22 წლისა და 352 დღის ასაკში გაიტანა და მესის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც იმავე შედეგი 23 წლისამ და 131 დღისამ აჩვენა. მბაპემ ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 51 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო 19 და საგოლე პასი გააკეთა. მბაპემ წელს ყველა ტურნირში 47 ბურთი გაიტანა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფრანგ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია. ლეგენდარულმა ჟან-პიერ პაპენმა 1991 წელს თავის ანგარიშზე 51 გოლი ჩაიწერა.
პსჟ-მ A ჯგუფში 11 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ქულით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ “მანჩესტერ სიტის”, რომელიც ბოლო ტურში სტუმრად გერმანულ “ლაიფციგთან” 1:2 დამარხდა. ლაიფციგელები ასპარეზობას ევროპა ლიგაში გააგრძელებენ.