ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ულამაზესი და რაც მთავარია სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა.
მე-15 ტურში „კრაკოვიამ“ „რაკუვი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. მან 8 წუთში სტუმართა მცველის მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ფარგლებს გარედან უძლიერესად დაარტყა და მეკარისგან მარჯვენა „ცხრიანში“ გაახვია.
კაკაბაძემ, რომელიც „კრაკოვიას“ სეზონის დაწყებამდე შეურთდა პოლონეთის ჩემპიონატში 4-ჯერ ითამაშა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
განვლილ მატჩში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ „რაკუვში“ 75-ე წუთიდან ითამაშა.
“რაკუვი” 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო “კრაკოვია” 20 ქულით მეათეა.








