საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე სამთა საერთაშორისო ტურნირი მარცხით დაიწყო.
ვასილ მაისურაძის შეგირდები პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
პორტუგალიელმა მაჩოი დიალომ ქართველების კარი მე-10 წუთზე აიღო და შეხვედრის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა.
13 ნოემბერს ქართველი 19-წლამდელები
პორტუგალია – საქართველო 1:0 (1:0)
11 ნოემბერი. ლოუზადა. „ესტადიო მუნისიპალი“.
საქართველო: ხარატიშვილი, სალუქვაძე (უგრეხელიძე, 75), პირტახია, გიზო მამაგეიშვილი (კ), დუნდუა, ჩხეტიანი, ოთარ მამაგეიშვილი (გოგოტიშვილი, 75), გვიშიანი (ცხოვრებაშვილი, 70), გეგუჩაძე, აბუაშვილი (იობაშვილი, 70), კვერნაძე (სიხარულაშვილი, 81), გეგუჩაძე (კეკელიძე, 81).
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლი: 1:0 დიალო (10).
გაფრთხილება: ნაზინიო (45).
მთავარი მსაჯი: ჟოაო პინიო.





