კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ლონდონის „ტოტენჰემამ“ თავის მოედანზე სლოვენიის „მურა“ 5:1 დაამარცხა.
მასპინძლებიდან სამი გოლი ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა გაიტანა, რომელიც პირველი ფეხბურთელია, ვინ ახალ ტურნირში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
28 წლის კეინი მესამე ფეხბურთელია, რომელმაც სამ სხვადასხვა ტურნირში ჰეთ-თრიქი გაიფორმა – ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგაში და კონფერენს ლიგაში.
მანამდე, მსგავს წარმატებას მიუნხენის „ბაიერნის“ ექსფორვარდებმა იუპ ჰაინკესმა და გერდ მიულერმა მიაღწიეს, რომლებმაც ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა თასზე, უეფას თასზე და თასების მფლობელთა თასზე მიითვალეს.
გარდა ამისა, კეინი 1995 წლის შემდეგ „ტოტენჰემის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც შეცვალზე შესვლის შემდეგ 3 გოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ რონი როზენტალმა ინგლისის ასოციაციის თასზე „საუთჰემპტონთან“ შეხვედრაში მოახერხა.





