აპოელმა, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო.
მე-4 ტურში აპოელმა პაეეკი მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
ტრავმის მორჩენის შემდეგ აპოელის სასტარტო შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი იყო, რომელმაც 33-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და მისმს თანაგუნდელმა ვერ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 64-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორედ მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო 77-ე წუთზე გააფრთხილეს და გააძევეს.
ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო არ უთამაშია.
აპოელს 3 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” სტუმრად “პიასტ გლივიცე” 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი თადარიგში იყო და არ უთამაშია.





