„ფერენცვაროშმა“, სადაც მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან, სამი ქულა აიღო „უიპეშტთან“, რომლის რიგებში გიორგი ბერიძე გამოდის.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ბუდაპეშტელებმა თავის მოედანზე „უიპეშტს“ 3:1 აჯობეს და მათ თადარიგში ლაშა დვალი იყო, რომელსაც არ უთამაშია. ხარაიშვილი მასპინძლების განაცხადში ისევ არ იყო.
ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იმყიფებოდა და 81-ე წუთზე შეცვალეს.
მოქმედი ჩემპიონი „ფერენცვაროში“ 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა. „უიპეშტი“ 3 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
„ფეჰერვარმა“ თავის მოედანზე „პუშკაშ აკადემიასთან“ 0:0 ითამაშა და ბუდუ ზივზივაძე ტრავმის გამოს მასპინძლების განაცხადში კვლავ არ ფიგურირებდა.
„მეზიოკიოვეშდი“ სტუმრად მტკ-სთან 0;1 დამარცხდა. ქართველი მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი „მეზიიოკიოვეშდის“ თადარიგში იყო, თუმცა, ისევ არ უთამაშია.





