მამარდაშვილს სასტარტო აღარ ანდეს

0
27

ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებული ზედიზედ 6 მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მე-7 ტურში „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში აღარ ათამაშეს.

ეს გასაგებია, რადგან წინა ტურში „სევილიასთან“ სტუმრად 1:3 წაგებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა, რომელიც სტუმრებს გოლად დაუჯდათ და საერთო ჯამში არადამაჯერებლად ითამაშა.

„ვალენსიამ“ ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

„ღამურების“ კარში ამ სეზონში პირველად ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მეკარე იესპერ სილესენი იდგა, რომელიც გუნდმა ზაფხულში „ბარსელონადან“ დაიმატა. ამჯერად, მამარდაშვილი თადარიგში იყო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო სტუმრებმა 69-ე წუთზე ინიგო მარტინესის დარტყმის შემდეგ ანგარიში გახსნა.

„ვალენსიამ“ ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მარკოს ანდრეს წყალობით გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ ვალენსიელები 82-ე წუთზე მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან გომესმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

„ვალენსიას“ 11 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა.