გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის 1/8-ფინალში უპრობლემოდ გავიდა.
გრაცელებმა სტუმრად რეგიონალიგის „ხოენემსს“ 4:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გრაცელთა ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე პირველი წუთიდან არ იმყოფებოდა.
ასევე, 1/8-ფინალში ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერი“, რომელმაც გასვლაზე სამოყვარულო „ზეგენდორფი“ 6:1 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, როცა „ვოლფსბერგერი“ 4:0 წინ იყო.
თასს გამოეთიშა „კაპფენბერგი“, რომლის კაპიტანი ლევან ელოშვილია. ქართველის გუნდი შინ ვენის „აუსტრიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა.
ელოშვვილმა სასტარტოში ითამაშა და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 101-ეზე შეცვალეს.





