„ჩელსიმ“ ემერსონი „ლიონში“ გაანათხოვრა

0
32

ლონდონის „ჩელსიმ“ წარმოშობით ბრაზილიელი, მაგრამ იტალიის მოქალაქე ემერსონი „ლიონში“ გაანათხოვრა.

27 წლის მცველის სანაცვლოდ „ჩელსი“ ფრანგული კლუბისგან 500000 ევროს მიიღებს და თუ ფეხბურთელი იმედს გაამართლებს, ინგლისელების ხაზინა კიდევ ერთი ამდენი თანხით შეივსება.

აქვე გეტყვით, რომ საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, „ლიონს“ ემერსონის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს.

ემერსონმა გასულ სეზონში „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში 15-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მან ლონდონელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო-2020.