„სამტრედიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
23-ე ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
„სამტრედიას“ ანგარიშის გახსნა 28-ე წუთზე შეეძლო, როდესაც ნიკა სანდოხაძემ თავის საჯარიმოში ფეხებში უხეში ვარდნით გიორგი ლომთაძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა.
თერთმეტმეტრიანი სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი არაბიძემ შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
90-ე წუთზე, არაბიძის დარტყმის შემდეგ ბურთს სანდოხაძე გადაეფარა, ხოლო იქვე მდგომმა ოთარ კობახიძემ ისევ დაარტყა და ამჯერად, სანდოხაძემ ხელით ითამაშა, რის გამო, მსაჯმა კიდევ ერთი პენალტი „დადო“, ხოლო სტუმართა მცველი ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა.
ამჯერად, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთა კობახიძე მივიდა და თავისი შანსი გამოიყენა. „სამტრედიამ“ 24 აპრილის შემდეგ ეროვნულ ლიგაში პირველად მოიგო.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4 სექტემბერს განახლდება.





