იტალიის ნაკრებმა ლეგენდარული ვიტორიო პოცოს რეკორდი გაიმეორა

0
32

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ზე A ჯგუფში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ჯგუფის დასკვნით ტურში „სკუადრა აძურა“ უელსს დაუპირისპირდა და 1:0 გაიარჯვა.

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინი სასტარტო შემადგენლობაში 8 ფეხბურთელი შეცვალა, ხოლო  ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 39-ე წუთზე ნახევარმცველმა მატეო პესინმა გაიტანა, რომელმაც მარკო ვერატის პასი გამოიყენა და ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 11 მატჩი მოიგო – 32 გოლი გაიტანა და თავის კარში არცერთი გაუშვა.

მანჩინის ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურას“ ზედიზედ 30 მატჩია არ წაუგია. შედეგად, ამ ფორმაციის ნაკრებმა 1935-1939 წლებში ლეგენდარული ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში პირველმა მოიგო ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი ისე, რომ თავის კარში გოლი არ გაუშვია.

იტალია ევრო-2020-ის 1/8-ფინალში უელსს ან უკრაინას შეხვდება.

იტალიელთა მსგავსად 1/8-ფინალში უელსიც გავიდა და B ჯგუფში, სადაც დანია, ფინეთი, რუსეთი და ბელგია გამოდიან, მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება.

დღევანდელი დღის მეორე მატჩში შვეიცარია ბაქოს „ოლიმპიურ“ სტადიონზე თურქეთს შეხვდა და 3:1 აჯობა.

გამარჯვებულებიდან მე-6 წუთზე ანგარიში სეფეროვიჩმა გახსნა. 26-ე წუთზე შაქირიმ შვეიცარიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

62-ე წუთზე, კაჰვეჩიმ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო 68-ეზე შაქირიმ დუბლი შეასრულა. შაქირი პირველი შვეიცარიელია, რომელმაც გოლები ზედიზედ ოთხ დიდ ფორუმზე გაიტანა – მანამდე მან თავი მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატზე, ევრო-2016-ზე და მსოფლიო 2018 წლის პირველობაზე გამოიჩინა.

თურქეთის ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა და ჯგუფში 8 გოლი გაუშვა, იმაზე მეტი, ვიდრე დანარჩენმა სამივე გუნდმა ერთად აღებული.