19-წლამდელებმა სან-მარინო დაამარცხეს

0
2

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილი ავარჯიშებს, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგის მე-2 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი სან-მარინო 1:0 დაამარცხა.
განვლილ მატჩში ერთადერთი ბურთი 26-ე წუთზე გავიდა, როდესაც სან-მარინოელმა ელია ზავოლიმ ავტოგოლი მიითვალა. მანამდე, ჩვენი გუნდი დანიასთან 2:5, ხოლო ბოსნიე-ჰერცეგოვინასთან 0:3 დამარცხდა.
ჯგუფში პირველი ადგილი დანიამ დაიკავა 9 ქულით, მეორე პოზიციაზე ბოსნია-ჰერცეგოვინა გავიდა 6 ქულით, საქართველომ 3 ქულით მესამეა, ხოლო უქულო სან-მარინო ბოლოა.
ლაშა თაბაგარი