საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილი ავარჯიშებს, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგის მე-2 ჯგუფის მეორე მატჩშიც დამარცხდა.
ამჯერად, ჩვენი გუნდი ბოსნიელ თანატილებს დაუპირისპირდა და 3 უპასუხო ბურთი გაუშვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე ბალკანელებიდან ანგარიში ნისიჩმა გახსნა, ხოლო ორ წუთში მუსტაფიჩმა თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 70-ე წუთზე ნისიჩმა დუბლი შეასრულა.
ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის და შესაბამისად A ლიგაში მესამე ეტაპის თამაშის თეორიული შანსიც დაკარგეს. ჩვენი 19-წლამდელები 17 ნოემბერს ჯგუფის მასპინძელ სან-მარინოს დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი





