ქოჩორაშვილის „სევილიას“ იოლი სათასო მატჩი

0
1

„სევილიას“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილის გამოდის, ესპანეთის თასის 1/64-ფინალში სტუმრად რანგით მეექვსე ლიგის „ჰორტალეზას“ დამარცხება არ გასჭირვებია – 0:3. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა.
მატჩის 24-ე წუთზე ანგარიში ურემ გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე ხერარდ ფერნანდესმა თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 56-ე წუთზე „სევილიადანა“ თავი ვარგასმა გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი