გიორგი გულიაშვილი „სანტანდერის რასინგის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. ესპანეთის თასის 1/64-ფინალში სანტანდერელებმა სტუმრად რანგით მე-6 ლიგის „რიბადესელა“ 2:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ამ სეზონში მოედანზე 90 წუთი პირველად გაატარა. მას შესვენებამდე ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან არაზუსტად დაარტყა.
48-ე წუთზე ვილალიბრემ მასპინძლების კარი აიღო. 78-ე წუთზე გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მატჩის მიწურულს გიორგი საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 20 მეტრიდან არაზსუტად შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





