„იბერიამ“ აუტსაიდერთან სტუმრად მოიგო

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც აუტსაიდერმა ტყიბულის „მეშახტემ“ მოქმედ ჩემპიონი თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის მე-18 თბილისელებმა კუთხური ჩააწოდეს და ნიგერიელი გარემარბ სტივენ ენდეს კარში დარტყმა არ გამოუვიდა და კარის წინ ბურთისთვის ბრძოლაში ხორვატმა მცველმა ფილიპ ჩანჩარმა მეტოქე ფეხბურთელს აჯობა, რის შემდეგ ანგარიში გახსნა.
22-ე წუთზე „იბერიას“ შეტევის დროს საჯარიმოში კარიდან გამოსულმა ლევან შოვნაძემ და ბრაზილიელმა მცველმა ერიკ პიმენტალმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რის შემდეგ ბურთი ნიკა სიხარულაშვილს დარჩა, რომელმაც სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
33-ე წუთზე ტყიბულეთა საჯარიმოში მყოფმა მათე კვირკვიამ მარცხიდან პასი კართან ახლოს გახსნილ ცოტნე ფაცაციას გაუკეთა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერია“ 49 მეორე ადგილზეა. კახა ჩხეტიანის თავკაცობით „მეშახტეს“ 17 ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი