გიორგი ადამია: „ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით“

0
2

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ადამია, ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში კმაყოფილი საწყისი 60 წუთით დარჩა. განვლილ შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი ახალწვეულმა ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანა.
გიორგი ადამია: „დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის 15 წუთი, როდესაც გოლი გავიტანეთ, ისე მიდიოდა როგორც ჩვენ გვინდოდა. ძალიან კარგ პრესინგს ვთამაშობდით, დაცვაშიც ყურადღებით ვიყავით და მოწინააღმდეგეს მინიმალური მომენტები შევაქმნევინეთ. ამასთანავე, ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით.
შანსი მივეცით თავდამსხმელ დოლტმურზიევს და მეკარე ყავლაშვილს, რომელთაც შეკრებაზე ვარჯიშების დროს თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. დოლტმურზიევმა გოლი გაიტანა, ხოლო ყავლაშვილი კარში თავდაჯერებული იდგა. შეცდომებზე საუბარი ანალიზის შემდეგაა შესაძლო, მაგრამ ორივეს თამაში დადებითად მიმაჩნია“.
ჰალიდ დოლტმურზიევი: „გასვლითი მატჩები ყოველთვის რთულია. შანსი რომ გამოგვეყენებინა მოგება შეგვეძლო. კარგი გოლი გავიტანე, რის გამო ბედნიერი ვარ. ჩემთვის პირველი გამოძახება, პირველი თამაში და პირველი გოლი იყო, რაც ძალიან კარგი გამოცდილებაა. ყველა თამაში რთულია, განსაკუთრებით ნაკრებში. მომავალ მატჩში გერმანიასთან ყველაფერს ვეცდებით, რომ სამი ქულა ავიღოთ“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას 6 ოქტომბერს გასვლაზე გერმანიასთან ჩაატარებს. F ჯგუფში პირველ ადგილზე გერმანიია 24 ქულით, მეორე ადგილზე საბერძნეთი 24 ქულით, ჩრ,ირლანდია მესამეა 14 ქულით, საქართველოს ნაკრები მეოთხეა 10 ქულით, ლატვია მეხუთეა 5 ქულით, ხოლო უქულო მალტა ბოლოა.
ლაშა თაბაგარი