21-წლამდელებმა სტუმრად ჩრ.ირლანდიასთან ქულები გაიყვეს

0
0

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის F ჯგუფის მე-9 ტურში სტუმრად ჩრ,ირლანდიას დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, მატჩის 64-ე წუთზე ანგარიში ჰალიდ დოლტმურზიევმა გახსნა, რომელმაც ჩვენი გუნდის ხანგრძლივი იერიში დაახლოებთ 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით დაასრულა – 0:1.
მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 73-ე წუთზე გაიტანეს – თავი ბრანიგანმა გამოიჩინია. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც ქუთაისში შედგა ასევე 1:1 დასრულდა. ჩვენ ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში საბერძნეთმა შინ ლატვიას 4:2 სძლია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას 6 ოქტომბერს გასვლაზე გერმანიასთან ჩაატარებს. F ჯგუფში პირველ ადგილზე გერმანიია 24 ქულით, მეორე ადგილზე საბერძნეთი 24 ქულით, ჩრ,ირლანდია მესამეა 14 ქულით, საქართველოს ნაკრები მეოთხეა 10 ქულით, ლატვია მეხუთეა 5 ქულით, ხოლო უქულო მალტა ბოლოა.
ჩრ.ირლანდია – საქართველო 1:1 (0:0)
1 ოქტომბერი. ბალიმენა. სტადიონი „ბალიმენა შოუგრაუნდსი“.
ჩრ.ირლანდია:
მაკმულანი, კირნი, ბრიგსი, ინვუდი, რასელი (კ), ბერი, რობინსონი, სიმპსონი (მაკგოვერნი, 79), კირკი (პეტერსონი, 79), დონელი  (ბრენიგანი, 46), კენი.
მთავარი მწვრთნელი:
ტომი რაიტი.
საქართველო:
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი:
გიორგი ადამია.
გოლები: ყავლაშვილი, ბუკია, ამისულაშვილ, ნარიმანიძე (კ), გიუნაშვილი, ლორთქიფანიძე (ლაცაბიძე, 73), ჩიქოვანი (დეისაძე, 65), დადიანი, სალია (ცეცხლაძე, 87), ბასილაძე, დოლტმურზიევი (კვარაცხელია, 87).
გოლები: 0:1 დოლტმურზიევი (54), 1:1 რასელი (73).
გაფრთხილება:
მაკმულანი (16), სალია (45), ლორთქიფანიძე (48), ბუკია (81)
მთავარი მსაჯი:
დოვუდას შვეგჟდა (ლატვია).
ლაშა თაბაგარი