ევროთასის პირველ ტურში თურქეთის „ბაჰჩეშეჰირი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერ მარკის რიდია, თავის მოედანზე „რომას“ 91:78 აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მოედანზე 19:53 წუთი გაატარა – 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. მან ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო რვიდან ოთხი – ორქულიანი. რიდმა ოთხივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
რიდი „ბაჰჩეშეჰირს“ მიმდინარე სეზონი წინ შეუერთდა. მან გასული სეზონი „ტრაბზონსფორში“ გაატარა, რომლის რიგებში თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო მექულე და მოთამაშე გახდა.
ლაშა თაბაგარი





