შერმადინის 3 ქულა ევროთასზე

0
1

ესპანეთის „ლაგუნა ტენერიფემ“, რომელშიც გიორგი შერმადინი გამოდის, ევროთასის პირველ ტურში ურქეთის „თურქ ტელეკომი“ მიიღო და 82:75 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრი თადარიგში იყო და მოედანზე მხოლოდ სამი წუთი გაატარა. ამ დროში 37 წლის გიორგიმ 3 ქულა დააგროვა.
„ლაგუნა ტენერიფეში“ ამერიკელმა ლეგიონერმა ვინს ჰანთერმა ულიდერა, რომელმაც 18 წუთში 14 ქულა დააგროვა და ფარზე ბურთი 5-ჯერ მოხსნა.
ლაშა თაბაგარი