პსჟ-ს მეკარე: „ხვიჩა მსოფლიოში ნამდვილად ერთ-ერთი საუკთესოა“

0
0

პსჟ-ს რუს მეკარე მატვეი საფონოვს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.
„ამჟამად, ხვიჩა მსოფლიოში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან საწყენია, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. გასაგებია, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის გამოვლენისას ბევრი განვლილი მსოფლიო ჩემპიონატით იხელმძღვანელებს. სწორედ ის ფაქტი, რომ ხვიჩას იქ არ უთამაშია… ამაზეა დამოკიდებული ის საუკეთესოა თუ არა? ვერ გეტვით, რადგან მეეჭვება“ – იუწყება რუსული მედია საფონოვის ნათქვამს.
კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის ზედიზედ მესამედ მოხვდა. პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 86 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes-ს მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კლუბში ანაზღაურებით მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი