ჩიტაურმა “სირენკას” თასისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
14

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 25-30 სექტემბერს, პოლონეთში გასამართ “სირენკას თასზე” მიიღებს მონაწილეობას, სადაც ირლანდიას, ჩეხეთს და ამხანაგური საერთაშორისო ტურნირის მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდება.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. შესარჩევზე ჩვენი ასაკობრივი, 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
U17 | შემადგენლობა:
მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ელიას მიულერი (ლანდსჰუტი, გერმანია), ოთარ გურიელი (დინამო თბილისი).
მცველები: ანდრია ფოცხვერია ინტერი თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე (იბერია 1999), გიორგი აბულაძე (დინამო თბილისი), საბა მეტონიძე (დინამო თბილისი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი (ატლეტიკ სან ჟუსტი, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერი თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სამტრედია), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), დიმა ბიჩინაშვილი (დინამოვეცი, რუსეთი), გიორგი მღებრიშვილი (ინტერი თბილისი), გური კაკაბაძე (რუსთავი), დაჩი დგებუაძე (ინტერი თბილისი), გიორგი ღუნაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ჯუმბერ დუმბაძე (გონიო), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
25 სექტემბერი – ირლანდია V საქართველო | აქტივნა ვარშავა
27 სექტემბერი – ჩეხეთი V საქართველო | აქტივნა ვარშავა
30 სექტემბერი – პოლონეთი V საქართველო | გკს პოგონი
2026 | შესარჩევი
11 ნოემბერი | საქართველო V ავსტრია 
14 ნოემბერი | ავსტრია V ყაზახეთი 
17 ნოემბერი | საქართველო V ყაზახეთი
ლაშა თაბაგარი