„დილამ“ „სპაერს“ საქმე პირველ ტაიმში მოუმთავრა

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტური თბილისში დასრულდა, სადაც „მიხეილ მესხი 2“-ზე ადგილობრივმა „სპაერმა“ გორის „დილა“ მიიღო და 1:4 დამარცხდა.
მატჩის მე-11 წუთზე გოჩა ცირდავამ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და გორელთა საჯარიმოში მყოფმა თემურ ცალღელაშვილმა ვარდნაში თავით ანგარიში გახსნა.
22-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის პასის შემდეგ, შოთა შეყილაძემ „სპაერის“ საჯარიმოში სამხრეთ აფრიკელი მატენჯვა ჩამოიცილა, რომელიც გიორგი გრიგალაშვილმა ვერ დააზღვია და მეკარესგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
22-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა ძალიან კარგი პასით მეკარესთან პირისპირ გვინეელი მოჰამედ კანტე დატოვა, რომელმაც ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი, ხოლო მეორეთი კარის ბადეში გადაგზავნა.
43-ე წუთზე ოთარ ფარულავამ მარჯვენა მხრიდან კუთხური ჩააწოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა მენთეშაშვილმა თავით „დილა“ კიდევ უფრო დააწინაურა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე კანტემ შეტევა თავისი ნახევრდიდან დაიწყო და ჯერ მატენჯვას გაცდა, შემდეგ მასპინძლების ნახევარზე გრიგალაშვილთან ერთად ნიკა კენჭაძეც ჩამოიტოვა, ხოლო ფუტკარაძეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – გოლი მართლაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და ბერძენი დიამადის ვავალისის გაწვრთნილი „დილა“ 40 ქულით მე-5 პოზიციაზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერმა“ 25 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
სპაერი 1:4 დილა
ლაშა თაბაგარი